ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინულმა ძალებმა რუსებისგან სტრატეგიული სოფელი გაათავისუფლა


ხუთშაბათს, 27 ივლისს წამოწყებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის თავდაცვითი პოზიციები გაარღვიეს და სოფელი სტარომაიორსკე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის "ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აღნიშნავენ სამხრეთ-აღმოსავლეთში სტარომაიორსკეს აღებას.

"35-ე ბრიგადამ და "არიის" ტერიტორიულმა თავდაცვის ქვედანაყოფმა შეასრულეს დავალება და გაათავისუფლეს სოფელი სტარომაიორსკე. დიდება უკრაინას!" - ამბობს ვიდეოში ჯარისკაცი.

"ჩვენი დამცველები ახლა აგრძელებენ დასახლების გაწმენდას", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა და სტარომაიორსკეს გათავისუფლება გამოაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე თავად ისურვებდა. მაგრამ, მან მოსახლეობას უთხრა, რომ არ უნდა ელოდნონ იმგვარად სწრაფ შედეგებს, როგორც ეს ფილმებში ხდება. დეტალებზე საუბრის გარეშე, ოთხშაბათს, ის მიესალმა „ბრძოლის ველზე „ძალიან კარგ შედეგებს“.

კონტრშეტევა ფოკუსირებული იყო სამხრეთისკენ მიმავალი სოფლებისა და აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტის გარშემო მდებარე ტერიტორიების დაცვაზე. ეს ადგილები რუსულმა ძალებმა, მაისში რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ აიღო. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პროგრესი ნელია, თუმცა - სტაბილური.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის თავდასხმების გაძლიერება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ განაცხადა, რომ მათ წინსვლა არ მოჰყოლია. რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ყოველი შეტევა უკუგდებულ იქნა და მოსკოვის ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მათ მოწინააღმდეგეებს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, თქვა, რომ უკრაინამ, კონტრშეტევის მინიმუმ ერთ ღეძზე, დასავლეთის მიერ გაწვრთნილი დამატებითი ჯარები გააგზავნა. მედიაში საუბარი იყო მოძრაობის ახალ ეტაპზე. ოთხშაბათს, სამმა სხვადასხვა მედიასაშუალებამ დაწერა ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ მისი ამბიციური კონტრშეტევის ეს ახალი ეტაპი დაიწყო.

ზელენსკი ქვეყნის აღმოსავლეთს და სამხრეთს სტუმრობს

ხუთშაბათს, ზელენსკი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს წვია, მათ შორის დიდ ქალაქ - დნიპროსა და ოდესის პორტს, სადაც რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად პორტის ობიექტების დაზიანება აინტერესებდა. ის ასევე ეწვია ქალაქ ოჩაკოვს, რომელიც ხშირად რუსული დაბომბვების სამიზნეა.

თავის ღამის ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის წინა ხაზებზე შექმნილი ვითარების შესახებ ძალიან მოკლედ ისაუბრა, გარდა სტარომაიორსკეს აღების შექებისა.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე კოვალენკო ამბობს, რომ მათი ძალისხმევის ახალი ფოკუსი, სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე, იყო. ”ის [სტარომლინივკა] ნამდვილად ემსახურება რუსი ოკუპანტების დასაყრდენს” - თქვა მან RBC UA-სთან ინტერვიუში.

უკრაინული ძალების მიღწევების მიუხედავად, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთში და შორეულ სამხრეთში, რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა, „როიტერს“ უთხრა, რომ ფრონტის ხაზზე „ახალი არაფერია“. ”სამხრეთში ჩვენ ნელა, მაგრამ აუცილებლად წინ მივდივართ”, - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG