ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში დაიჭრა ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ადრე რუსეთში დააკავეს


ტრევორ რიდი
ტრევორ რიდი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ აქვს ინფორმაცია ტრევორ რიდის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის უკრაინაში დაჭრის შესახებ. რიდი 2019 წელს რუსეთში დააკავეს და გასულ წელს პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.

ის უკრაინაში ბრძოლის დროს დაშავდა, განაცხადა სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.

„რიდი არ იყო ჩართული არანაირ საქმიანობაში ამერიკის მთავრობის სახელით“, - განუცხადა პატელმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ არ ყოფილა რაიმე კომუნიკაცია, შეერთებული შტატების მთავრობასა და რიდს შორის უკრაინაში გამგზავრების გეგმების შესახებ.

რიდი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გერმანიაში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს, თქვა პატელმა.

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა ამერიკელები, რომ არ გაემგზავრონ უკრაინაში და არ მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში,

„ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ უკრაინაში გამგზავრებას, იქ ბრძოლებში მონაწილეობის არჩევას მოსდევს დატყვევების, სიკვდილის, სხეულის დაზიანების ძალიან რეალური რისკები“, - თქვა პატელმა და კვლავ გააფრთხილა ამერიკელები, რომ არ გაემგზავრონ უკრაინაში.

რიდი პატიმრების გაცვლის შედეგად 2022 წლის აპრილში გათავისუფლდა, რუსი მფრინავის კონსტანტინე იაროშენკოს სანაცვლოდ. მას ბრალად მოსკოვში ვიზიტის დროს ორი პოლიციელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ედებოდა. შეერთებულმა შტატებმა მის სასამართლო პროცესს "აბსურდის თეატრი" უწოდა.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მუშაობს რუსეთში დაკავებული სხვა ამერიკელების გასათავისუფლებლად, მათ შორისაა პოლ უელანი, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი და ევან გერშკოვიჩი, Wall Street Journal-ის რეპორტიორი.

ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი, რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერი გასული წლის დეკემბერში რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბოუტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG