ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი კორუფციას და ქვეყნის ღალატს მიუღებლად აცხადებს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ის არ მოითმენს კორუფციას ან ღალატს სახელმწიფო საქმეებში, სანამ მისი ქვეყანა რუსი დამპყრობლებისგან თავის დასაცავად იბრძვის.

ზელენსკიმ ტრადიციულ ღამის ვიდეო-მიმართვაში ანტიკორუფციულ მოქმედებებზე ისაუბრა და ორი საქმე გამოკვეთა. ერთი სამხედრო რეკრუტირების მაღალჩინოსნის დაკავება იყო, რომელსაც სახელმწიფო თანხების მასობრივ გაფლანგვაში ედება ბრალი. მეორე საქმე კი - პარლამენტის წევრის დაკავებაა, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათ მიერ ხარჯების მართვის აუდიტის ჩატარების თაობაზე ივნისში გამოაცხადა. ეს ინიციატივა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და სხვა სახელწიფო სამსახურში კორუფციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

კიევი ცდილობს უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს აჩვენოს, რომ მთავრობა სერიოზულად უდგება კორუფციასთან ბრძოლას, რაც ევროკავშირში წევრობის უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის ქვეყნებში გადასახადების გადამხდელებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ კიევისთვის გაწეული დახმარება შესაბამისადაა გამოყენებული.

ზელენსკის თქმით, რიგითი უკრაინელები კორუფციასთან შეგუებას არ აპირებენ. ამის გამო, „ნება მომეცით გავაფრთხილო პარლამენტის ყველა წევრი, თანამდებობის პირი და ყველა, ვინც მუშაობს საჯარო მოხელედ. [...] არავინ აპატიებს პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, სამხედრო მაღალჩნოსნებს ან სხვა თანამდებობის პირებს სახელმწიფოს ოპოზიციაში მოქცევას“, - თქვა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG