ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდერლანდების სანაპიროსთან იწვის გემი, რომელზეც 3000 მანქანაა, დაიღუპა ერთი ადამიანი


ნიდერლანდების სანაპიროსთან, გემზე, რომლის ბორტზეც 3000-მდე ავტომობილი იყო, ხანძარი გაჩნდა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.

გერმანიიდან ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე, გემს ხანძარი სამშაბათს ღამით გაუჩნდა. ეკიპაჟის რამდენიმე წევრი იძულებული გახდა, გემიდან გადამხტარიყო. ნიდერლანდების სანაპირო დაცვის განცხადებით, გემზე ცეცხლის ჩასაქრობად, სამაშველო გემები წყლის ჭავლს იყენებდნენ. თუმცა, ბევრი წყლის გამოყენება, გემის ჩაძირვის რიკს ქმნიდა.

„ხანძარი, ნამდვილად, ჯერ კიდევ არ არის კონტროლირებადი. მისი ჩაქრობა ძალიან რთულია, შესაძლოა ტვირთის გამო, რომელიც გემს გადაჰქონდა“, - განაცხადა ედვინ ვერსტიგმა, ნიდერლანდების საზღვაო გზებისა და საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სანაპირო დაცვის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. უწყების წარმომადგენელი, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ხანძარი ელექტრომობთან ახლოს დაიწყო.

ნიდერლანდების სანაპირო დაცვაში აცხადებენ, გემი შესაძლოა ჩაიძიროს.

XS
SM
MD
LG