ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვაში საზღვაო დრონებით თავდასხმა მოიგერია


სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა საპატრულო კატერმა ღამით თავდასხმა მოიგერია შავ ზღვაში, სადაც უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვების შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის შემდეგ დაძაბულობა იზრდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპატრულო ხომალდ „სერგეი კოტოვის“ წინააღმდეგ ორი საზღვაო დრონით წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა.“ სამხედრო უწყებამ იქვე დაამატა, რომ საპატრულო ხომალდმა თავდამსხმელი დრონები დახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით გაანადგურა.

რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ საპატრულო ხომალდი სევასტოპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 370 კილომეტრ მანძილზე იმყოფებოდა.

მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემები შესაძლოა სამიზნედ ამოიღოს. კიევმა ამას, მსგავსი გაფრთხილებითვე უპასუხა.

XS
SM
MD
LG