რუსეთმა დასავლეთი „ბირთვული ტერორიზმის“ სპონსორობაში დაადანაშაულა. ბრალდებას წინ უძღოდა მოსკოვის განცხადება, რომ უკრაინამ დასავლეთი რუსეთის ქალაქ კურჩატოვს დრონით დაესხა თავს. კურჩატოვში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მსგავსი სადგურია განთავსებული.
რომან სტაროვოიტმა, რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ უკრაინულმა დრონმა კურჩატოვში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა იერიში. საბჭოთა ეპოქის ქალაქი, კურსკის ატომური ელექტროსადგურისთვის გამაგრილებელი აუზის ნაპირებზეა გაშენებული, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს.
"დრონი ჩამოვარდა ქალაქ კურჩატოვში ღამით. საბედნიეროდ, არცერთი მცხოვრები არ დაშავებულა. კრიტიკული ობიექტები არ დაზიანებულა დრონის ჩამოვარდნისა და შემდგომში მისი აფეთქების შედეგად" - წერს სტაროვოიტი „ტელეგრამში“.
გამოთქმულ ბრალდებებზე რეაქცია ჯერ არ ჰქონია უკრაინას, რომელიც რუსეთის მხრიდან, დრონებით თავდასხმის მუდმივი სამიზნეა.
„თუ ბირთვული კატასტროფა მოხდება, ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ამარაგებენ, მარსზე გადასვლას გეგმავენ? მათ ამის დრო არ ექნებათ“ - ეს განცხადება მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა.
ზახაროვა აცხადებს, რომ „ნატოს წევრ ქვეყნებში ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათი მთავრობები, კიევის რეჟიმის დახმარებით, ბირთვულ ტერორიზმს ასპონსორებენ.“
პარალელურად, კრემლის სპიკერმა თქვა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ეფექტიანად მუშაობს. დმიტრი პესკოვის თქმით, აშკარაა, რომ უკრაინა რუსეთის შიგნით სამიზნეებზე შეტევას აგრძელებს.
გარდა ამისა, დიდი ხანი, რუსეთი და უკრაინა ურთიერთბრალდბებს ცვლიან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის დაგეგმვასა და მისი დაბომბვის გზით, ბირთვული კატასტროფის საფრთხის შექმნაში.