ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთმა თურქეთს სამხედრო გადატრიალების მცდლობაში ეჭვმიტანილების გადაცემაზე უარი უთხრა


შევედეთის უზენაესმა სასამართლომ, ხუთშაბათს, დაბლოკა თურქეთის მოთხოვნა მათთვის გადაეცათ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 2 მამაკაცი.

შევედეთის სასამართლოში მიიჩნიეს, რომ ეს ადამიანები დევნილები არიან და თურქეთისთვის მათი გადაცემის შემთხვევაში სასჯელი ელოდებათ.

თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ორი მამაკაცი 2016 წელს, ამერიკაში მცხოვრები ოპოზიციონერის, ფეტულა გულენის მიერ ორგანიზებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში იღებდა მონაწილეობას. თურქეთს გულენის ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს მიჩნეული.

შვედეთის სასამართლოში განმარტეს- ის ფაქტი, რომ ამ მამაკაცებმა ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული გულენის ორგანიზაციის აპლიკაციები ჩამოტვირთეს ტელეფონებში, შვედეთის კანონის მიხედვით, ტერორიზმში მონაწილეობად არ ითვლება, შესაბამისად, არც მათი ბრალეულობა მტკიცდება.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაეპ ერდოღანმა დიდხნიანი წინააღმდეგობის შემდეგ, თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაერთიანებას.

თუმცა, ერდოღანისგან თანხმობის მიღებამდე, შვედეთი იძულებული იყო, რომ რამდენიმე რეფორმა გაეტარებინა და ტერორიზმის შესახებ კანონი გაემკაცრებინა.

XS
SM
MD
LG