შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ეწვია, სადაც ფინეთს ნატოში გაწევრიანება კიდევ ერთხელ მიულოცა. ფინეთი, რომელსაც რუსეთთან გრძელი საზღვარი აკავშირებს, ალიანსის უახლესი წევრია. ჰელსინკიმ ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოთქვა.
ბაიდენი ჰელსინკიში ფინეთის, შვედეთის, დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის ლიდერებთან სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ის ასევე დაესწრო ნატოს სამიტს, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა. ერთ-ერთი გზავნილი, რომელსაც ბაიდენმა ხაზი გაუსვა იყო ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ალიანსი მხოლოდ გააძლიერა
ფინეთის გადაწყვეტილებამ ნატოში გაწევრიანების შესახებ დაარღვია შვიდი ათწლეულის მანძილზე არსებული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რამაც რუსეთთან ნატოს საზღვრის სიგრძე თითქმის გააორმაგა.