ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპისთვის 2022 წელი ისტორიულად მეორე ყველაზე ცხელი წელიწადი იყო


უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთარი ალპებში. ბრანდი, ავსტრია. 6 იანვარი, 2023 წ.
უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთარი ალპებში. ბრანდი, ავსტრია. 6 იანვარი, 2023 წ.

მას შემდეგ, რაც ევროპის კონტინენტზე ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყო, ევროპაში 2022 წელი, რიგით მე-2 ყველაზე ცხელი წელიწადი გამოდგა. განცხადება ევროკავშირის მეცნიერებმა სამშაბათს, 10 იანვარს გაავრცელეს.

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური ტემპერატურას 1950 წლიდან აკონტროლებს. მათი განცხადებით, მთელ მსოფლიოში 2022 წელი რიგით მე-5 ყველაზე ცხელი წელი იყო, სულ ცოტა - 1850 წლიდან მოყოლებული. თუმცა, განსხვავება ყველაზე ცხელ წლებთან მინიმალურია. გასულ ოთხშაბათს ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ 2022 წელი მათთვის რეკორდულად ცხელი იყო.

2022 წლის ზაფხული ევროპაში რეკორდულად ცხელი იყო, განსაკუთრებით - იტალიაში, ესპანეთში და ხორვატიაში. მსგავსი გვალვები ევროპის კონტინენტზე სულ ცოტა 500 წელი არ ყოფილა, მსგავსი ხანძრები კი - ბოლო 15 წელი. უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ გასულ ზაფხულს ევროპაში 20 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის - ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი.
დედამიწის ზედაპირი პრეინდურსტრიულ ხანასთან შედარებით, ახლა 1.2 ცელსიუსით უფრო თბილია. კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური აცხადებს, რომ ევროპაში გლობალურ საშუალო მონაცემებთან შედარებით, ბოლო 3 დეკადის მანძილზე, ტემპერატურა 2022-ში ორჯერ გაიზარდა.

ევროპელი მეცნიერები მსოფლიოს ლიდერებს სასწრაფო ქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება და კლიმატის ცვლილებასთან უფრო მეტი ადაპტაცია მოხდეს. მსოფლიოს 27-მა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ 2050 წლამდე ემისიებს ნულამდე დაიყვანენ. მათ შორისაა - ევროპის კავშირი, კანადა, იაპონია და ბევრი სხვა. ჩინეთმა და ინდოეთმა ამ მიზნის მიღწევა ცოტა უფრო გადაავადეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG