ბოლო 10 დღეა კალიფორნიის შტატი ქარიშხალს, წვიმასა და წყალდიდობას ებრძვის. ათობით მილიონ კალიფორნიელს, მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებთან უწევს გამკლავება. ძლიერი შტორმის შედეგად დაღულთა რაოდენობა, ამ დროისთვის 12-ს აღწევს. ათასობით ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შტატის გუბერნატორის, გვეინ ნიუსომის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სახლზე დაცემულმა ხემ იმსხვერპლა.
ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ვებგვერდის Poweroutage.us მონაცემებით, რომელიც ამერიკაში დენის გამორთვის შემთხვევებს აღრიცხავს, ორშაბათ დილის მდგომარეობით, კალიფორნიის შტატში დაახლოებით 120,000 სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
ამინდის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ძლიერმა წვიმამ და თოვლმა, ჩრდილოეთ კალიფორნიაში, მნიშვნელოვანი წყალდიდობა და მიწის წყლით გაჯერება გამოწვია, რაც მიმდინარე კვირაში, მეწყერის დამატებით საფრთხეებს ქმნის.