ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

233 გარდაცვლილი 4 დღეში - კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა


ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადის დასავლეთ რეგიოინში, ბოლო დროს სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ამის მიზეზი მაღალი ტემპერატურაა.

გასული ოთხი დღის განმავლობაში, რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ტემპერატურის მაჩვენებლმა 46 გრადუსს გადააჭარბა. ამის შესახებ, კანადის ოფიციალური პირები აცხადებენ.

პარასკევიდან ორშაბათის ჩათლით, დასავლეთ სანაპიროს პროვინციაში მინიმუმ 233 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ოთხდღიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელს, დაახლოებით, 100-ით აჭარბებს. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს მაჩვენებლი რეალურად უფრო მაღალი იყოს. მათი თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა მეტი ყოფილიყო, თუ ოფიციალური უწყებები ყველა მათგანის შესახებ მიიღებდა ინფორმაციას.


„გასული კვირის ცხელი ტალღის შემდეგ, სამსახურმა გარდაცვალების შესახებ შეტყობინებების მნიშვნელოვანი ზრდა შენიშნა. სავარაუდოა, რომ ამაზე გავლენა მაღალ ტემპერატურას აქვს“ - აცხადებს ბრიტანეთის კოლუმბიის საგმოძიებო სამსახური, რომელიც პროვინციაში მომხდარი ყველა არაბუნებრივი, მოულოდნელი, აუხსნელი ან გაუთვალისწინებელი გარდაცვალების გარემოებების დადგენაზეა პასუხსიმგებელი.

გამომძიებლები აგროვებენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს იმის დასადგენად, განსაზღვრა თუ არა გარდაცვალების შემთხვევები მაღალმა სიცხემ.

მაღალი სიცხის გამო, რეგიონმა უკვე მიიღო სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება.

კანადა მკაცრი ზამთრით არის ცნობილი. გასულ შაბათ-კვირამდე, აქ ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 1937 წელს დაფიქსირდა და მაშინ ცელსიუსით 45 გრადუსს აღწევდა.

მაღალი ტემპერატურა ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის სხვადასხვა რეგიონშიც ფიქსირდება, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქალაქებში, განსაკუთრებით ორეგონსა და ვაშინგტონში.

რეკორდულ სიცხეებთან დაკავშირებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სხვადასხვა რეკომენდაციებს გასცემს.

„სიდისი“ ზრდასრულ ადამიანებს ურჩევს, ყურადღებით დაკვირდნენ სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის, სიცხისგან გამოფიტვას, რომლებიც მოიცავს ძლიერ ოფლიანობას. სიმპტომებს შორისაა ცივი, ფერმკრთალი და მყიფე კანი; სწრაფი, სუსტი პულსი; გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; კუნთების პსაზმი; დაღლილობა; თავბრუსხვევა, თავისტკივილი. ცენტრის რეკომენდაციებით, თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, უნდა დალიოთ წყალი, შეეცადოთ გრილ ადგილზე ყოფნას, შეეცადეთ მიიღოთ გრილი აბაზანა ან სხეულზე სველი ტილოები დაიფინოთ.

„თუ ღებინება, ან სხვა სიმპტომები გაუარესდა, ან ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაუყოვნებლი მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას“ - აცხადებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG