ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: “ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი"


მას შემდეგ რაც უკრაინულმა ჯარმა, ლუჰანსკის რეგიონში, ბოლო წერტილი, ლისიჩანსკი დატოვა, რუსეთმა რეგიონზე მთლიანად მოიპოვა კონტროლი. მიუხედავად უკრაინული ჯარის უკან დახევისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ეცდებიან "გატეხონ" რუსეთი.

„ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალიხსმევა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ატლერნატივა არ გვაქვს,“- ამბობს ზელენსკი მის ყოველდღიურ მიმართვაში.

მაშინ როცა უკრაინულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში ახალი თავდაცვითი ხაზები დაიკავეს, სადაც ისინი დიდ ქალაქებს აკონტროლებენ, რუსეთმა სლოვიანსკი და კრამატორსკი დაბომბა.

პავლო კირილენკო, რომელიც დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელია ამბობს, რომ დონეცკში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, რადგან რუსული ჯარი ყველაფერს ბომბავს.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინა მალე დაიწყებს კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთში. მისივე თქმით ლისიჩენსკის აღება რუსეთის ბოლო გამარჯვებაა.

„ეს არის რუსეთის უკანასკნელი გამარჯვება უკრაინის ტერიტორიაზე,“- ამბობს არესტოვიჩი და ამატებს, რომ რუსებს ახლა მანევრის შესრულება სამხრეთით გაუჭირდება, რადგან „მათი მთელი ძალა აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული“.

თუმცა უკრაინული მხარე აგრძელებს მძიმე შეიარაღების მოთხოვნას დასავლელი პარტნიორებისგან. კიევის თქმით, მას ათჯერ მეტი მძიმე შეიარაღება ჭირდება, ვიდრე მას ახლა აწვდიან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG