უკრაინული ძალების მიერ ლისიჩანსკის დატოვების შემდეგ, რუსეთს ლუჰანსკის რეგიონზე სრული კონტროლი აქვს. რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ ამის შემდეგ, რუსეთის მიზანი დონეცკის რეგიონის სრული დაკავება იქნება.
„სამხედრო თვალსაზრისით, პოზიციების დატოვება ცუდია, მაგრამ კრიტიკული არაფერია. ჩვენ ომის მოგება გვჭირდება და არა ბრძოლის. ეს ძალიან მტკივენულია, მაგრამ ომის წაგებას არ ნიშნავს“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან" საუბრისას ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი, სერჰი ჰაიდაი.
მისი თქმით, ლისაჩინსკიდან ჯარების გამოყვანის ბრძანება ცენტრალური სარდლობის გადაწყვეტილება იყო, და ის ფრთხილად მიმდინარეობდა რადგან არსებობდა რისკი, რომ უკრაინული ძალები ალყაში მოქცეულიყვნენ.
„[რუსული ძალებისთვის] ნომერ პირველ მიზნად დონეცკის რეგიონი რჩება. სლოვიანსკსა და ბახმუტზე იერიშს მიიტანენ. მათ ბახმუტი უკვე ძლიერად დაბომბეს“ - აცხადებს ჰაიდაი.
რუსეთის თქმით სევეროდონეცკის შემდეგ, ლისიჩნსკის აღება ნიშნავს, რომ ლუჰანსკი „გათავისუფლებულია".
მოსკოვის აცხადებს, რომ აღებულ ტერიტორიას, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, თვითგამოცხადებულ ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკას გადასცემს. მოსკოვმა მისი ე.წ. დამოუკიდებლობა, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღეს გამოაცხადა.
კვირას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებზე კონტროლს, დასავლური იარაღის საშუალებით აღიდგენს. მისი თქმით, რეგიონში უკრაინა რუსულ ძალებს, შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული „ჰაიმარსებით“ დაუპირისპირდება.
„ფაქტი, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ კვლავ ავაშენებთ კედლებს, დავიბრუნებთ მიწას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხალხი უნდა იყოს დაცული“ - განაცხადა ვოლოდომირ ზელენსკიმ.
ლუჰანსკის ოლქზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, რუსული ჯარი ახლა უკვე ყურადღებას, სხვადასხვა შეფასებებით, დონეცკის რეგიონზე მიმართავს.