ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პუტინი დოსტოევსკის შექმნილი არსებაა, რომელიც დასაძინებლად შიშით მიდის" - მატისი


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

„არაკომპეტენტური“ და „სულელური“ ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ომი დაეწყო.

სეულში სიტყვით გამოსვლისას, ჯიმ მატისმა ვლადიმირ პუტინი, დოსტოევსკის მიერ შექმნილ პარანოიდულ პერსონაჟებს შეადარა.

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი, ჯიმ მატისი და 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. 23 ოქტომბერი, 2018 წელი.
აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი, ჯიმ მატისი და 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. 23 ოქტომბერი, 2018 წელი.

„პუტინი პირდაპირ დოსტოევსკის შემქნილი არსებაა. ის ღამით დასაძინებლად ბრაზით, შიშით მიდის. იძინებს ფიქრით, რომ რუსეთი კოშმარებითაა გარშემორტყმული“ - განაცხადა მატისმა.

ჯიმ მატისმა თავდაცვის მდივნის პოსტი, 2018 წელს, აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში უთანხმოების გამო დატოვა. სეულში გამართულ ფორუმზე, მატისს პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოებების შესახებ პირდაპირ არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ მხოლოდ ტრამპი აკონტროლებდა არატრადიციულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მოკავშირეებთან აშშ-ის ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებდა.

თავდაცვის ყოფილი მდივნის კომენტარების ადრესატი, ძირითადად ვლადიმირ პუტინი იყო. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვერ ახერხებს ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებას, მიზეზი კი ადამიანების ნაკლებობაა, რომლებიც მას სწორ რჩევას მისცემდა.

რას ნიშნავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

„ნუ გეყოლებათ არაკომპეტენტური გენერლები, თქვენს ოპერაციებზე პასუხისმგებლად“ - ასე პასუხობს მატისი კითხვას, რა გაკვეთილი შეიძლება ისწავლო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისგან. მატისი ასევე ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, „ტაქტიკურად არაკომპეტენტური“ და „სტრატეგიულად სულელური“ იყო.

„ომი საკმარისად ტრაგიკულია, მასზე სისულელის დამატების გარეშეც“ - ამბობს მატისი.

XS
SM
MD
LG