ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დერ ლეიენი: უკრაინას ცხადი ევროპული პესპექტივა აქვს


უკრაინას ახლა აქვს „ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა“, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებას დრო დასჭირდება და მძიმე შრომას მოითხოვს, განუცხადა პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტს.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ეს ფორმალური დასაწყისია, გრძელვადიანი პროცესისა, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკში გაწევრიანებას დასჭირდება.

უკრაინის უმაღლეს რადაში, ვიდეო ბმულით გამოსვლისას ურსულა ფონ დერლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

"უკრაინას ახლა ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა, რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც ხუთი თვის წინ", - განუცხადა მან დეპუტატებს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

”წინ გრძელი გზაა, მაგრამ ევროპა თქვენს გვერდით იქნება ყოველ ნაბიჯზე, რამდენიც დასჭირდება ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როცა შეხვალთ კარში, რომელიც ევროკავშირში გადაგიყვანთ“, - თქვა მან. დერ ლაინმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ბევრი კრიტიკული რეფორმის გადატარება, რაც შეიძლება სწრაფად. "შემდეგი ნაბიჯები ხელმისაწვდომია,მაგრამ ეს შრომას მოითხოვს", - დასძინა მან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.”ჩვენი გზა წევრობისკენ არ უნდა გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში,” - თქვა მან. "ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად. ეს ჩვენზეა დამოკიდებული."

უკრაინელმა დეპუტატებმა ერთხმად დაუკრეს ტაში, როცა ეროვნული გვარდიის სამმა სამხედრო მოსამსახურემ, პარლამენტის დარბაზში ევროკავშირის დროშა აღმართა, უკრაინის დროში გასწვრივ.

ფონ დერ ლაიენმა ის ზომები ჩამოთვალა, რაც უკრაინამ უნდა მიიღოს, ევროკავშირის გზაზე: მედიის შესახებ ახალი კანონი, ოლიგარქების გავლენის შესამცირებლად ახალი კანონმდებლობა და ანტიკორუფციული ქმედებები. ზელენსკიმ მოუწოდა კანონმდებლებს, მიიღონ ყველა ეს ცვლილება.

XS
SM
MD
LG