ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის სამიტს შესაძლოა პუტინი დაესწროს


ნოემბერში ბალიში გასამართ დიდი ოცეულის სამიტს, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. არ არის გამორიცხული სამიტზე ჩავიდეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ სამიტში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ონლაინ მიიღებს, თუმცა ჩავა თუ არა სამიტზე პუტინი ეს გადაწყვეტილი არ არის. პესკოვი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება „საჭირო დროს“ იქნება მიღებული.

სამიტი ინდონეზიაში გაიმართება სადაც, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან. დასავლელი ლიდერები ამბობდნენ, რომ თუ პუტინი სამიტზე ჩავიდოდა ისინი მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პირობებში დასავლეთი ცდილობს რუსეთი იზოლაციაში ამყოფოს. სამიტის დეტალები კვლავ ზუსტდება ცნობილია, რომ მსოფლიო ლიდერებს დიდი ოცეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს.

სამიტი ინდონეზიაში ნოემბერში აიღებს სტარტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG