ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ძალების წევრებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს“ - ბლინეკნი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, საუბარია უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რუსული ძალების მიერ, მშვიდობიან მოქალაქეებსა და მათ სარგებლობაში მყოფ ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებზე.

„ჩვენ ვიხილეთ მრავალი სანდო ინფორმაცია, განურჩეველი თავდასხმების შესახებ, რომელიც მიმართული იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე. რუსეთის ძალებმა გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ავტომობილები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც, ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ან დაიჭრა. ბევრი ადგილი, რაზეც რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანა, აშკარად იყი იდენტიფიცირებული, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების სარგებლობაში მყოფი. როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა, 11 მარტის ანგარიშში აღნიშნა, ეს ასევე მოიცავს მარიუპოლის სამშობიაროს. იგი ასევე მოიცავს საჰაერო დარტყმას მარიუპოლის თეატრზე, რომლის წინ, უზარმაზარი ასოებით, რუსულად ეწერა „ბავშვები“ და მისი დანახვა ციდან იყო შესაძლებელი“ - ნათქვამია შეერთებული შტატების საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ძალების წევრებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს“ - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატების დასკვნები საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.

„აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ანგარიშების თვალყურის დევნებას და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას გავუზიარებთ მოკავშირეებს, პარტნიორებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG