ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი 45 რუსი დიპლომატის გაძევებას განიხილავს


პოლონეთის სადაზვერვო სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს 45 რუსი დიპლომატის გაძევება სთხოვა, რომელთაგან ზოგიერთი, მათი თქმით, დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოსკოვის საიდუმლო სამსახურებში მუშაობს.

„შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) შეადგინა 45-კაციანი სია, რომლებიც მუშაობენ პოლონეთში დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ“, - განუცხადა ABW-ს სპიკერმა სტანისლავ ზარინმა ჟურნალისტებს.

„ABW-ს მასალები ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული ოფიცრებისა და მათთან თანამშრომლობითი პირების საქმიანობა ემსახურება რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც მიმართულია პოლონეთის რესპუბლიკისა და მისი პარტნიორების სტაბილურობისკენ საერთაშორისო არენაზე და საფრთხეს უქმნის პოლონეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას",-ნათქვამია ABW-ის განცხადებაში.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ,რომ თუ მათ დიპლომატებს პოლონეთიდან გააძევებენ, ამაზე საპასუხო რეაქცია ექნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს ინფორმაციას.

XS
SM
MD
LG