ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუტერეში მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყებაზე საუბრობს


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში თვლის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტა.

„ახლა მაგიდაზე საკმარისი საკითხებია, რათა მოხდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა. სერიოზული მოლაპარაკებებია საჭირო,“- ამბობს გუტერეში. აქვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი „მოუგებელი ომია“ და მისგან „სწრაფი შედეგის“ მიღება შეუძლებელი.

გუტერეშს საუბრის დროს არ დაუკონკრეტებია საკითხები, რომელზეც შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის მოალაპარაკებები გაიმართოს ან ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესის შუამავალი.

უკრაინის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ პოტენციური შუამავლები, თურქეთი და ისრაელი შეიძლება იყვნენ. ზელენსკის სურს, რომ მასსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები იერუსალიმში გაიმართოს.

გაეროს გენერალური მდივანი, რუსეთს გამოსვლის დროს აგრესორად მოიხნიებდა და ამბობდა, რომ მოსკოვმა უკრაინელ ხალხს „ჯოჯოხეთი“ მოუწყო.

„სისტემატური დაბომბვები -საავადმყოფოებში სკოლებში, საცხოვრებელ კორპუსებსა და თავშესაფრებში ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას,“- თქვა გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ომი უკრაინაში რომელიც რუსეთმა 24 თებერვალს განაახლა „აბსურდულია“ და აქვე დაამატა, რომ ის სწრაფად უნდა დასრულდეს.

„უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია. პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც უაზროა... ეს ომი წარუმატებელია,“- ამბობს გუტერეში.

კრემლში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალურ ოპერაციას ატარებს და ეს ომი არ არის. მოსკოვი პოზიციას არ ცვლის და უარყოფს, რომ იერიშები მიაქვს საცხოვრებელ სახლებზე, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG