ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის მიერ პუტინის "ომის დამნაშავედ" შეფასებას კრემლში "უპატიებელ რიტორიკას" უწოდებენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა, უპასუხა: „მე ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა“.

ამ კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემის კანონპროექტს, რომლის ღირებულებაც $800 მილიონია.

ბაიდენის კომენტარს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. რუსული საინფორმაციო სააგანტოს "ტასის" ინფორმაციით, პესკოვმა ბაიდენის კომენტარს „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკა“ უწოდა.

ოთხშაბათს დამტკიცებულ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის:

  • 800 სტინგერტის ანტი-საჰაერო სისტემა
  • 2 000 ჯაველინი, 1 000 მსუბუქ ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი, 6 000 AT-4 ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა
  • 100 ტაქტიკური დრონი
  • 100 ყუმბარმტყორცნი, 5 000 შაშხანა (და სხვა იარაღი)
  • 20 მილიონ ერთეულზე მეტი ვაზნა და ყუმბარები ყურმბარმტყორცნებისთვის
  • 2 500 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი
  • 25 000 ჩაფხუტი
XS
SM
MD
LG