მადლენ ოლბრაიტი, შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. განცხადებას ამის შესახებ, ოლბრაიტის ოჯახი ავრცელებს.
მადლენ ოლბრაიტი, სახელმწიფო მდივნად 1996 წელს, პრეზიდენტმა ბილ იკლინტონმა დანიშნა. ოლბრაიტი თანამდებობას, კლინტონის ადმინისტრაციის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა.
იმ დროისთვის, აშშ-ის ხელისუფლების ისტორიაში, ოლბრაიტი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის მქონე ქალი იყო. თუმცა, ის არასდროს განიხილებოდა, როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, რადგან ჩეხოსლოვაკეთში იყო დაბადებული.