ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერისადმი მიმართვა - ამერიკელთა განწყობები და მათავარი საკითხები


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერისადმი მიმართვა, 1 მარტი, 2022.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერისადმი მიმართვა, 1 მარტი, 2022.

აშშ-ის პრეზიდენტის ერისადმი მიმართვის მნიშვნელოვანი ნაწილი, უკრაინას დაეთმო. ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებით, ამერიკელმა კანონმდებლებმა, სრული ერთიანობა აჩვენეს.

კანონმდებლები, რომელთა მოსაზრებები ღრმადაა დაყოფილი გადასახადებზე, იარაღის კონტროლზე, ხმის უფლებებზე, ერთად ფეხზე დგომით ამხნევებდნენ უკრაინელ ხალხს. კონგრესში მრავლად იყო უკრაინის დროშები, ამასთან ზოგიერთ კონგრესმენს, სამოსი უკრაინის დროშის ფერებში ჰქონდა შერჩეული.

“მას წარმოდგენა არ აქვს, რა მოელის” - თქვა ვლადიმირ პუტინის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა.

„მას ეგონა, რომ შეძლებდა უკრაინაში შეჭრას და მსოფლიო ამას შეეგუებოდა. ამის ნაცვლად, ის შეეჯახა კედელს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმირ პუტინის შესახებ და თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის „უშიშრობა და გამბედაობა“, მთელს მსოფლიოს შთააგონებს.

უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკოროვა და აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი.
უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკოროვა და აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი.

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კონგრესში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით, აშშ-ში უკრაინის ელჩი იყო მიწვეული. ოქსანა მარკოროვა, პირველი ლედის გვერდით იჯდა.

უკრაინასთან ერთად, ერისადმი მიმართვისას, პრეზიდენტი ძირითად საშინაო საკითხებს შეეხო. მათ შორის, ეკონომიკას, ჯანდაცვას, ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ პროგრესსზე და ხაზი გაუსვა საკუთარი ადმინისტრაციის დღის წესრიგს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამერიკელ კონგრესმენებს, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში მიღებული ორპარტიული საკანონმდებლო ცვლილებები შეახსენა და თქვა, რომ სინამდვილეში, ამერიკა უფრო ერთიანია, ვიდრე შესაძლოა ჩანდეს.

”კავშირის მდგომარეობა ძლიერია, რადგან თქვენ, ამერიკელი ხალხი, ძლიერი ხართ. ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით” - თქვა ბაიდენმა.

პირველად, თვეების განმავლობაში, კონგრესმენებს, წარმოამადგენელთა პალატაში, პირბადის ტარება არ მოეთხოვებოდათ. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ადმინისტრაციისთვის სასარგებლო სურათს ქმნიდა.

ტელეკომპანია “სიენენი” კი, ჯო ბაიდენის ერისადმი პირველ მიმართვასთან დაკავშირებით, გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მონაცემებით, გამოკითხულ მაყურებელთა 41-მა პროცენტმა, პრეზიდენტის მიმართვა ძალიან პოზიტიურად, 29%-მა გარკვეულწილად, 29%-მა კი უარყოფითად შეაფასა.

სააგენტო „როიტერი“, „იპსოსთან“ ერთად ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, ბაიდენის პასუხს, ამერიკელთა 43% იწონებს. ეს მაჩვენებელი, გასულ კვირასთან შედარებით, 7%-ითაა გაზრდილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG