ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოიგუ: უკრაინაში "ოპერაცია" დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება


ფოტოზე, ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ.
ფოტოზე, ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.

სერგეი შოიგუს განცხადებებს, რომელიც მან დღეს გამართულ თათბირზე გააკეთა, რუსული საინფორმაციო სააგენტოები, "ტასი" და "ინტერფაქსი" ავრცელებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, შოიგუ აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, "რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინელი ხალხის გამოყენებას" ცდილობს.

ამასთან, შოუიგუ აცხადებს, რომ ახლა მთავარი, "დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან, რუსეთის დაცვაა."

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, „დონბასის მოსახლეობის დაცვის, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის მიზნით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შოიგუ არ მიიჩნევს „რუსული არმიის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციად და აცხადებს, რომ „მშვიდობიან მცხოვრებთა სიცოცხლის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ყველა ზომას მიმართავენ“.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმიდან 4 დღეში, 24-28 თებერვალს დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის16 ბავშვი.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG