ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრემიერი საქართველოს პრემიერს სთხოვს "გამბედაობა გამოიჩინოს" და ფრენის ნებართვა გასცეს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი საკუთარი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ ენაზე მიმართავს და საქართველოდან ფრენის ნებართვის გაცემას სთხოვს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს.“

პრემიერი ასევე ამბობს, რომ „უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia“.

თავდაპირველი შეტყობინებიდან რადენიმე წუთის შემდეგ, მან ქართველ ხალხსაც მიმართა და ასევე ქართულ ენაზე სთხოვა:

„თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“

საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შმიჰალის მიმართვაზე საჯარო განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებია.

24 თებერვალს საქართველოს პრემიერმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ჩვენ #StandWithUkraine [უკრაინასთან ვდგავართ]. სამხედრო თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე მიუღებელია. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას მმოვუწოდებთ ყველა შესაძლო ზომა გამოიყენოს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის ამ უხეში დარღვევის შესაჩერებლად და სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.

XS
SM
MD
LG