რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეშვიდე დღეს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში უკრაინის ჰიმნი შესრულდა. ამ გზით, "დონ კარლოსის" მსახიობებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„მეტროპოლიტენ ოპერამ“ შეწყვიტა იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომელებიც მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს და განცხადებებს.
„ჩვენ ვეღარ ვითანამშრომლებთ ხელოვანებთან ან ინსტიტუტებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინს ან მხარს უჭერენ მის განცხადებებს. გადაწყვეტილება ძალაში იქნება მანამ, სანამ უკრაინაში შეჭრა არ დასრულდება,“- წერია მეტროპოლიტენ ოპერას განცხადებაში.
ვიდეო: