ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვამ და მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს


ლიეტუვამ და მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დგამს.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო მოლოვას პრეზიდენტმაც. კიშინოვმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საკუთარი საჰაერო სივრცეც ჩაკეტა. მოლდოვაში უკრაინიდან დევნილების პირველი ნაკადი უკვე შედის. პრეზიდენტი მაია სანდუს განცხადებით, "ჩვენ მივეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ".

ვილნიუსში პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ განკარგულება ხელმოწერილია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დაუყოვნებლივ და ძალაში იქნება 2022 წლის ათ მარტამდე. პარლამენტს არ დაუმტკიცებია ინიციატივა, მაგრამ მოსალოდნელია სრული მხარდაჭერა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ კანონიერი ზომები ჩვენი უსაფრთხოების განსამტკიცებლად", - თქვა ნაუსედამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას ნებართვას აძლევს გაჩხრიკონ ხალხი და სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG