"დღეს დილით, მე შევხვდი ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან, რათა განგვეხილა პრეზიდენტ პუტინის გაუმართლებელი შეტევა უკრაინაზე და შევთანხმდით, რომ წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი დამანგერველი სანქციების პაკეტებისა და სხვა ეკონომიკური ზომების მიმართულებით, რათა ვაზღვევინოთ რუსეთს. ჩვენ მამაცი უკრაინელის ხალხის გვერდით ვდგავართ", - ეს პრეზიდენტ ბაიდენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ის ვაშინგტონის დროით, დილით, დიდი შვიდეულის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიდი შვიდეულის წევრებთან შეხვედრამდე პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მან განიხილა როგორ ვაზღვევინებთ რუსეთს ამ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმის გამო უკრაინაზე".
რაზე ისაუბრა და შეთანხმდა ამერიკის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის წევრებთან ერთად, ამას დღეს ვაშინგტონის დროით შუა დღის 13:30 წუთზე გავიგებთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინვე თქვა, რომ დილით, შეხვედრას გამართავს დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კი, ამერიკელ ხალხს გააცნობს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვის საპასუხოდ გადადგამს.