ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ


უკრაინაში ომის მოწინააღმეგეთა აქცია მოსკოვში. სააგენტო "როიტერის" ფოტო.
უკრაინაში ომის მოწინააღმეგეთა აქცია მოსკოვში. სააგენტო "როიტერის" ფოტო.

რუსეთში დააკავეს ოპოზიციის აქტივისტი, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა, მოსკოვის დროით საღამოს 7 საათზე, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსულიყვნენ. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

მარინა ლიტვინოვიჩმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ის დააკავეს. "სახლიდან გამოსვლისას ამიყვანეს" - დაწერა მან. შემდეგ ლიტვინოვიჩმა ამ ფაქტზე ცალკე "როიტერსაც" მისწერა და დაკავების ფაქტი დაუდასტურა. ლიტვინოვიჩი ცოტა ხნით ადრე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ ხუთშაბათსვე გამოსულიყვნენ რუსეთის ქალაქებში და მოსკოვის მიერ დაწყებული ომის საწინააღმდეგო აქცია დაეწყოთ.

რუსული გამოცემა Moscow Times იუწყება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ანტისამთავრობო აქციებზე ათეულობით ადამიანი დააკავეს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს აპროტესტებდნენ. რუსული ვებგვერდი OVD-Info, რომელიც რუსეთის პოლიციის მონიტორინგს აწარმოებს, ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანია აყვანილი, რომლებმაც ომის საწინააღმდეგო სოლო-პიკეტი ან ხალხმრავალი აქცია მოაწყვეს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, მათი რიცხვი გაცილებით მეტია და 1000-ს აჭარბებს.

სოლო-პიკეტი რუსეთში საჯარო პროტესტის ერთადერთი ლეგალური ფორმაა, ნებისმიერი სხვა თავშეყრა უკანონო ქმედებად ითვლება. როგორც სოლო-პიკეტები, ისე ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ათეულობით ქალაქში მოეწყო. Moscow Times-ის ცნობით, მოსკოვში საპროტესტო აქციები გაიმართა პუშკინის მოედანზე და უკრაინის საელჩოსთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG