ბრიტანულმა საგამოძიებო მედია პროექტმა, „ბელინგქეთმა“, რამდენიმე სხვა მედიასაშუალებასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი გამოძიების შედეგად, "რადიო თავისუფლების" ცნობით დაადასტურა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, ნერვული აგენტით, „ნავიჩოკით“ მოწამვლაში ბრალი რუსულ „უსაფრთხოების ფედერალურ სააგენტოს“ (ეფესბე) მიუძღვის.
გამოძიებამ, რომელსაც ბრიტანული მედია ორგანიზაცია გერმანულ გამოცემა „დერ შპიგელთან“ და ამერიკულ „CNN-თან ერთად აწარმოებდა და რომელშიც ჩართული იყო რუსულ სამართალდაცავ სისტემაში მომუშავე პირიც, ამბობს, რომ ნავალნის მოწამვლის გეგმას რუსეთის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან გეგმავდნენ.
„2017 წლის დასაწყისიდან, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, „ეფესბეს“ თანამშრომლები „ეფესბეს“ სპეციალური დანაყოფიდან, რომელიც მომწამლავ საშუალებებზე მუშაობს, დაჰყვებოდა ნავალნის თავისი მოგზაურობების დროს რუსეთის ტერიტორიაზე, დაფრინავდა მასთან ერთად და იმყოფებოდა 30-ზე მეტი ფრენის დროს. ტომსკის ოპერაციამდე კი მისი მოწამვლა, მინიმუმ ორჯერ სცადეს“, ამბობს განცხადება, რომელიც მედიაშუალებებმა ერთობლივად გაავრცელეს.
ნავალნი ამჟამად გერმანიაშია და რეაბილიტაციის პროცესს გადის მას შედმეგ, რაც გერმანელმა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. გერმანიაში ის აგვისტოში, „ნავიჩოკით“ მოწამვლიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს. მაშინ ოპოზიციონერი უგონო მდგომარეობაში იყო. სწორედ გერმანელმა ექიმებმა, შემდეგ კი ევროპის რამდენიმე წამყვანმა ლაბორატორიამ დაადასტურეს, რომ ნავალნი ნერვული აგენტით იყო მოწამლული.
მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა და საუბარი შეძლო, ნავალნი მომხდარში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებდა ბრალს და დღემდე იმავეს ამტკიცებს. თუმცა, კრემლი უარყოფს ყველანაირ ბრალდებას ოპოზიციონერის მოწამვლასთან დაკავშირებით.
„ბელინგქეთი“, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული კვლევითი ჯგუფია, ამბობს, რომ გამოძიებამ მიაგნო „ეფესბეს“ სამ აგენტს, რომლებიც ნავალნისთან ერთად ნოვოსიბირსკში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ტომსკშიც გაჰყვნენ.
აღნიშნულ სამ აგენტს, მითითებებს აძლევდა და მხარს უჭერდა,“ეფესბეს“ „მინიმუმ“ კიდევ 5 აგენტი, რომელთაგან ნაწილი, ტომსკში იმყოფებოდა. სწორედ ტომსკში გადაიყვანეს ნავალნი გონების დაკარგვის შემდეგ სამკურნალოდ.
სამი აგენტის სახელები და გვარები გამოძიებაში მითითებულია და ესენი არიან: ალექსეი ალექსანდროვი, ივან ოსიპოვი (ორივე ექიმი) და ვლადიმირ პანიაევი. ჟურნალისტური გამოძიებიდან არ ჩანს, ეცადნენ თუ არა ისინი ამ სამ აგენტთან დაკავშირებას.
”დანაყოფის წევრები ერთმანეთს უკავშირდნებოდნენ მთელი ოპერაციის განმავლობაში, კომუნიკაციის უეცარი მწვერვალებით???? sudden peaks of communication მოწამვლის წინ და ასევეღამის საათებში [მოსკოვის დროით], როდესაც ალექსეი ნავალნიმ დატოვა თავისი სასტუმრო დაგაემგზავრა ტომსკის აეროპორტისკენ”, - აღნიშნა გამოძიებამ.
ნავალნი ავად თვითმრიფნავში, მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე გახდა. პილოტი იძლებული გახდა თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, რომელიც ტომსკი აღმოჩნდა. სწორედ ტომსკის სააავადმყოფოში გადაიყვანეს 44 წლის ნავალნი, სადაც მას ბერლინში გადაყვანამდე მკურნალობდნენ.
„ბელინგქეთის“ გამოძიებამდე ორი დღით ადრე კი ბრიტანულმა გამოცემა „თაიმსმა“ დაწერა, რომ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში გადაყვანამდე, ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადეს.
„ბელინგქეთის“ გამოძიებამ “ეფესბეს“ 12 აგენტის ტელეფონის მონაცემები შეისწავლა და ისინი რუსული კრიმინალისტიკის ინსტიტუტთან დააკავშირა. სწორედ სატელეფონო მონაცემების გაშიფვრის შედეგად გახდა ნათელი, რომ „ეფესბეს“ ერთ-ერთი დანაყოფი მუშაობს ქიმიურ იარაღებზე, რომლითაც მოწამვლა ხდება. დანაყოფის აღწერა ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის, „კაგებეს“ დროინდელ ლაბორატორიებს. ქიმიური იარაღის წარმოება კი მსოფლიოს მასშტაბითაა აკრძალული.
ე.წ „საწამლავის გუნდი“ ნავალნის, მინიმუმ, 2017 წლის 16 იანვრიდან მოყოლებული დაჰყვებოდა თან, ამბობს ახალი გამოძიება. ზუსტად, ერთი თვით ადრე, კი ნავალნიმ განაცხადა, რომ აპირებდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
როგორც აღმოჩნდა, „ეფესბეს“ აგენტები ნავალნის ფრენების პარალელურად იმავე მიმართულებით დაფრინავდნენ და გაფრენამდე სხვა სახელით გადიოდნენ რეგისტრაციას, უკან დაბრუნების დროს კი სხვა სახელით ფიქსირდებოდნენ აეროპორტში. ასეთი გზებით, მათ მინიმუმადე დაჰყავდათ იმის შანსი, რომ ნავალნის, ან მისი გუნდის წევრებს შეემჩნიათ აგენტები, ამბობს ჟურნალისტური გამოძიება.
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს. ეს აგვისტოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე იყო პასუხი. ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს. ეს აგვისტოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე იყო პასუხი.სანქციების ინიციატორები საფრანგეთი და გერმანია იყვნენ.
უკანასკნელი სანქციების სამიზნეები არიან: პუტინის საპრეზიდენტო სამდივნოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირილენკო, პუტინის დესპანი სერბეთში სერგეი მენიაილო, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდერ ბორტნიკოვი და თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე.
წინა მსგავსი შემთხვევის შემდეგ, როცა 2018 წელს ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, ევროკავშირს თითქმის ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწამვლაში მონაწილე რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა. ნავალნის შემთხვევაში ევროკავშირმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო.
Facebook Forum