ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ქმედებები "რეაგირების გარეშე არ დარჩება" 


ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის ფაქტზე დასავლეთში კონსულტაციები მიმდინარეობს თემაზე, თუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთის ქმედებებზე.

მოლაპარაკებების სათავეში გერმანიაა, სადაც ალექსეი ნავალნი კურნალობდა და სადაც პირველად დადასტურდა, რომ რუსი ოპოზიციონერი "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თქვა, რომ გერმანია აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მოხდეს შეჯერება იმ ნაბიჯებზე, რასაც დასავლეთი რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გადადგამს.

"ეს სამოქალაქო უფლებების სერიოზული დარღვევაა და ჩვენ გვჯერა, რომ ეს უშედეგოდ არ დარჩება. სწორედ ამიტომ ჩვენ რეაგირებაზე ვფიქრობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად,"- ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ევროპული სახელმწიფოების ლიდერების კონსულტაციებზე როგორც ცნობილი ხდება, ახალი სანქციების პაკეტს განიხილავენ, თუმცა მეტი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთის ქმედებებზე საპასუხო რეაგირებას გერმანია ევროსაბჭოსგან უახლოეს დღეებში ელოდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG