გერმანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ის ახლა საუბარზე რეაგირებს. ამასთან, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი აღარ საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატს. ექიმები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
ექიმები ჯანმრთელობის აღდგენის კარგ ტენდენციაზე საუბრობენ, თუმცა უჭირთ თქმა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს "ნავიჩოკით" მოწამვლას.
"პაციენტი გამოყვანილია სამედიცინო კომიდან და მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ჯერ კიდევ ნაადრევია მძიმე მოწამვლის გრძელვადიან შედეგებზე საუბარი"- ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
გერმანელი მედიკოსები და მთავრობა, დაბეჯითებით აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. კრემლი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მოწამვლის მტკიცებულება არ არსებობს. ნავალნის საქმე, დასავლეთსა და რუსეთს შორის, ახალი დაძაბულობის საფუძველი ხდება.
Facebook Forum