ევგგენი პრიგოჟინი, დაქრავებულ მებრძოლთა ჯფუფის, „ვაგნერის“ ლიდერი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ბახმუტს დატოვებენ. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბახმუტის დაკავებას, გასული ზაფხულიდან მოყოლებული უშედეგოდ ცდილობს.
პრიგოჟინის თქმით, ისინი ბახმუტიდან შესაძლოა 10 მაისს გავიდნენ და დაასრულებენ მონაწილოებას ომის ყველაზე ხანგრძლივ, ამასთანავე სისხლიან ბრძოლაში. მიზეზი კი დიდი დანაკარგები და არასაკმარისი საბრძოლო მასალაა. პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მეთაურებს თხოვს, ადგილზე რეგულარული ჯარები შეიყვანონ.
Your browser doesn’t support HTML5
„ვაგნერის მებრძოლების, სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს, ჩვენ ვალდებულნი ვართ ბახმუტის დასახლებაში პოზიციები გადავცეთ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს“ - თქვა პრიგოჟინმა განცხადებაში.
”ვაგნერის ქვედანაყოფები გამყავს ბახმუტიდან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში, ისინი უაზროდ დასაღუპად არიან განწირულნი ” - დასძენს ის.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. მისთვის ბრძოლამ, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, ბრძოლების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გამო.
ასევე ნახეთ: შოიგუ: იარაღის წარმოების გაზრდა უკრაინაში წარმატების საწინდარიარუსეთის მცდელობას, ხელში ჩაეგდო ქალაქი, სწორედ „ვაგნერი“ ხელმძღვანელობდა. სამი კვირის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი ხალხი ქალაქის 80%-ზე მეტს აკონტროლებდა.
თუმცა, უკრაინულმა ძალებმა, ბახმუტის დაქირავებულ მებრძოლებს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს, პრიგოჟინი კი რუსეთის თავდაცვის უწყების მიმართ, მხარდაჭერის ნაკლებობის გამო აღშფოთებას გამოხატავდა.
მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რთულია პრიგოჟინის განცხადებებზე დაყრდნობა, რადგან ის ხშირად ავრცელებს იმპულსურ განცხადებებს. ბოლო ასეთი მსგავსი შემთხვევის შემდეგ მან თქვა, რომ უბრალოდ „იხუმრა“.
მანამდე, პარასკევვს გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ათობით გვამთან ერთად იყო და ამბობდა, რომ ისინი ვაგნერის მებრძოლები იყვნენ. პრიგოჟინი უკმაყოფილებას გამოხატავდა თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენრალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის მიმართ.
„70%-იანი დეფიციტი გვაქვს. შოიგუ! გერასიმოვ! სად არის *** საბრძოლო მასალა?“ - ამბობდა პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეოში.
ასევე ნახეთ: პრიგოჟინი რუს სამხედრო ლიდერებს "ღალატში" ადანაშაულებსკრემლმა უარი თქვა პრიგოჟინის განცხადების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. კრემლი აცხადებს, რომ ეს უკრაინაში მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობას უკავშირდებოდა. კრემლი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან, არაპროვოცირებულ ომს, კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.
წერილობით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ვიდეომიმართვა, პრიგოჟინმა ასევე პირობა დადო, რომ „ვაგნერი“ დაბრუნდება: „ჩვენ ჭრილობებს ვიშუშებთ და როცა სამშობლოს საფრთხე დაემუქრება, ისევ დავდგებით მის დასაცავად. რუს ხალხს შეძულია ჩვენი იმედი ჰქონდეს“.