ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ჰააგაში რუსეთის დანაშაულების გასასამართლებლად ტრიბუნალის შექმნას ითხოვს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უნდა დაისაჯოს უკრაინაში ომის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ჰააგაში. სიტყვით გამოსვლისას მან დამსწრეებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას განიხილავს.

„ჩვენ ვაპირებთ ცალკე ტრიბუნალის შექმნას, რათა ვაჩვენოთ რომ ეს ხალხი ხელშეუხებელი არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC), რომელიც ჰააგაშია დაფუძნებული, მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინიდან ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, რაც ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე ცალკე საერთაშორისო ცენტრის შექმნას, რომელიც ჰააგაში შეიქმნება.

„ჩვენ ყველას გვსურს ვნახოთ სხვა ვლადიმირი აქ, ჰააგაში, ის, ვინც იმსახურებს სანქციებს მისი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აქ, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში“, - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ," - თქვა მან.

რჩება სამართლებრივი და პრაქტიკული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სამართლებლივი პროცესი, ვინ განიხილავს მას და იქნება ეს ქვეყნების ჯგუფის ეგიდით თუ გაეროს გენერალური ასამბლეის თანხმობით.

რუსეთი არ არის ICC-ის წევრი და უარყოფს მის იურისდიქციას. მოსკოვი ასევე უარყოფს უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებში მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG