საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ. რადიკალმა მემარცხენეებმა დამარცხება აღიარეს მას შემდეგ რაც ოფიციალურმა წინასწარმა შედეგებმა 29.5% პროცენტით გამარჯვება კონსერვატიულ "ახალი დემოკრატიის" პარტიას არგუნა. ამ ფონზე, რადიკალი მემარცხენე პარტია "სირიზა" 27.1% ფლობს, სოციალისტები კი 12.3% დასჯერდნენ.
"ახალი დემოკრატიის" პარტიის ლიდერმა ანტონის სამარასმა განაცხადა, რომ დღეს "ბერძენმა ხალხმა ევროპულ გზას და ევროზონაში დარჩენას დაუჭირა მხარი." ვაშინგტონში, თეთრი სახლის განცხადებით, "როგორც პრეზიდენტმა ობამამ და მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებმა აღნიშნეს, ყველა მხარის ინტერესებშია, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს და ასევე პატივი მიაგოს რეფორმების გატარებისთვის აღებულ ვალდებულებებს.
გამარჯვებული "ახალი დემოკრატიის" პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბერძენმა ხალხმა ევროპულ გზას და ევროზონაში დარჩენას მისცა ხმა