ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები საბერძნეთში


დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში?

საბერძნეთში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რის შედეგადაც ევროზონაში საბერძნეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდება. მთავარი მეტოქეები არიან კონსერვატიული მიმართულების „ახალი დემოკრატები“ და მემარცხენე რადიკალური პარტია „სირიზა“. ახალი დემოკრატების ლიდერი ანტონიო სამარასი აცხადებს, რომ ქვეყნის სათავეში მემარცხენე რადიკალების მოსვლა არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. მემარცხენე რადიკალები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ ანტიკრიზისულ გეგმას გააუქმებენ. ანალიტიკოსების ვარაუდობენ, რომ „სირიზას“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, საბერძნეთი ევროზონას დატოვებს.
XS
SM
MD
LG