ბამბა, პომიდორი და კიდევ 5 სხვა პროდუქტი ამერიკაში ჩინეთიდან აღარ შემოვა - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. სააგენტოში ამბობენ, რომ ინფორმაცია ამერიკის საბაჟო დეპარტამენტიდან მიიღეს და ოფიციალური განცხადება დღეს დღის ბოლომდე გაკეთდება.
მიზეზი, რის გამოც ამერიკა ჩინეთიდან 7 პროდუქტის შემოტანას ბლოკავს, ჩინეთში ადამიანების იძულებითი და არაადამიანურ პირობებში შრომაა. ამას კი ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა არეგულირებს. კანონით განსაზღვრულია, რომ უნდა მოხდეს ტვირთის შემოტანის შეჩერება თუ არსებობს ეჭვი, რომ წარმოების დროს ადამიანებს იძულებით ამუშავებენ.
ასევე ნახეთ: "ხანგრძლივი ჩართულობა ჩინეთთან, აღარ მუშაობს" - მაიკ პომპეოამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ ჩინეთის პროვინცია სინძიანში ადამიანებს ძალით, არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ. საუბარია ასობით ათას უიღურზე, რომლებიც ჩინეთში მუსლიმურ უმცირესობას წარმოადგენენ. უიღურების თითქმის მთელი თემი ჩინეთის მთავრობამ დააკავა და შრომით კოლონიებში მოათავსა. ეს ფაქტი როგორც გაერომ, ასევე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადამინისტრაციამაც დაგმო.
"ჩვენ გვაქვს გონრივრული ეჭვი, მაგრამ არა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ჩინეთის ამ პროვინციაში რამდენიმე პროდუქტის წარმოებაში იძულებითი შრომის ალბათობა არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ საკითხზე მუშაობას," ამბობს CBP-ის აღმასრულებელი დირქტორი.
ასევე ნახეთ: ჩინეთი ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ვიზებს აღარ უახლებსრა ეკონომიკური გავლენა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებას ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ფაქტია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ბამბის დაახლოებით 20% აწარმოებს და ამ ოდენობის უდიდესი ნაწილი სწორედ ხინჯიანგში მზადდება.
კრიტიკას და ბრალებებს ჩინეთი არ იზიარებს. პეკინში ამბობენ, რომ არასათანადო მოპყრობას უიღურთა მიმართ ადგილი არ აქვს.