აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკის ჩინეთთან თითქმის 50 წლიანი ჩართულობა აღარ მუშაობს და განსხვავებული, უფრო მკაცრი მიდგომაა საჭირო.
მაიკ პომპეომ ამის შესახებ ნიქსონის ფონდში ისაუბრა. პრეზიდენტის სახელობის ფონდში, რომლის მიერ პეკინში გამართული ისტორიული ვიზიტი, 1972 წელს, ჩინეთს ეგრეთ წოდებულ "ერთა ოჯახში" გაერთიანებაში დაეხმარა.
48 წლის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკის ჩართულობამ ჩინეთში ის ცვლილებები ვერ მოიტანა, რასაც პრეზიდენტი ნიქსონი იმედოვნებდა. ის ამბობს, რომ ამ ურთიერთობით, ჩინეთმა მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. "ჩინეთმა უკბინა საერთაშორისო ხელებს, რომლებიც მას კვებავდა" - აცხადებს პომპეო.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის პირველმა დიპლომატმა, პრეზიდენტ ნიქსონის სიტყვები გაიხსენა - ის შიშობდა, რომ ჩინეთისგან "ფრანკენშტეინი" შექმნა, "და აი ისიც" - თქვა პომპეომ.
სამშაბათს, აშშ-მ ჩინეთს უბრძანა, დახუროს თავისი გენერალური საკონსულო ჰიუსტონში, ტეხასის შტატში - "ამერიკელების ინტელექტუარული საკუთრებისა და პირადი ინფორმაციის დასაცავად."
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მომხდარს "მავნე ცილისწამება" უწოდა.
"კბილი, კბილის წილ" პრინციპით - პარასკევს, ჩინეთმა იგივე ხასიათის ბრძანება, ქალაქ ჩენდუში არსებულ ამერიკის საკონსულოსთან დაკავშირებით გასცა.
"რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ჩინეთი ქვეყნის შეგინით სულ უფრო ავტორიტარული ხდება, მის გარეთ კი სულ უფრო აგრესიული.. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა "საკმარისია" - განაცხადა პომპეომ.
Facebook Forum