ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ჩინეთის კრიტიკას აძლიერებს


უიღურები და ჰონგ-კონგი - ეს არის საკითხები, რომელთა გამოც, დიდი ბრიტანეთი ჩინეთის კრიტიკას აძლიერებს. თავის მხრივ, ბრიტანეთს აკრიტიკებს ჩინეთიც. ორმა ქვეყანამ ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები გუშინ გააკეთა.

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა მიანიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეასძლოა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებები შეაჩეროს. მიზეზი ჩინეთის მხრიდან ავტონომიური ქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებია.

ამასთან, რააბმა ჩინეთს უიღური მოსახლეობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების "უხეშ და ამაღელვებელ" დარღვევებში დასდო ბრალი.

საგარეო საქმეთა მდივნის საპასუხოდ, დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ ჩინეთი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, "გადამწტვეტ პასუხს" გასცემს.

ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ბრიტანეთის მიერ ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამაც შეარყია - ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, "ჰუავეის" მოწყობილობა-დანადგარები ბრიტანეთის მეხუთე თაობის ტექნოლოგიების (5G) ქსელებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG