რუსულმა ძალებმა, აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში, მთელი ფრონტის ხაზი დაბომბა. ამის შესახებ, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება კრემლის შემცირებული ამბიციის ნაწილია, რაც იმ ტერიტორიის უმეტესი ნაწილის დაცვას გულისხმობს, რასაც ის თავისად აცხადებს.
ყველაზე სასტიკი ბრძოლა ქალაქ ბახმუტსა და ავდიივკას მახლობლად მიმდინარეობდა, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ სატელევიზიო ინტერვიუში. მისივე ინფორმაციით, წინა დღის განმავლობაში, უკრაინის მიერ კონტროლირებულ დონეცკის ნაწილში, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა.
Your browser doesn’t support HTML5
"მთელი ფრონტის ხაზი იბომბება“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ რუსული ჯარები წინსვლას ასევე ცდილობს ლიმანის მახლობლად, რომელიც უკრაინულმა ძალებმა ნოემბერში დაიბრუნა.
ბახმუტში და დონეცკის რეგიონის სხვა ნაწილებში, რომლებიც ლუჰანსკის პროვინციას ესაზღვრება, უკრაინელები რუსულ ძალებს სარაკეტო დარტყმებით დაუპირისპირდა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი", თვითმხილველების ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Your browser doesn’t support HTML5
"რუსებმა დონეცკსა და ლუჰანსკში ძალისხმევა გააძლიერეს. ისინი ახლა შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობის ძალიან აქტიურ ფაზაში არიან. ჩვენ არსად მივდივართ, პირიქით, ვიცავთ, ვანადგურებთ მტრის ქვეითებს და აღჭურვილობას, სადაც ის წინსვლას შეეცდება“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ვიდეო მიმართვაში.
პარასკევის ადრეულ მოხსენებაში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა რუსეთის პოზიციებს და ჯარების შეკრების პუნქტებს უკრაინის სამხრეთში მდებარე 6-ზე მეტ ქალაქში შეუტია.
ასევე ნახეთ: ამერიკის სენატში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასესშტაბის განცხადებით, რუსეთის დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 240 დაჭრილი, განადგურდა საბრძოლო მასალის 3 საცავი და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" ამ ეტაპზე ვერ შეძლო ბრძოლის ველიდან მიღებული ცნობების გადამოწმება.