რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის უკრაინაში ხანგრძლივ ომს მოელის, მაგრამ ამ ეტაპზე დამატებითი ჯარისკაცების მობილიზებაში „აზრს არ ხედავს“.
პუტინმა კრემლის ადამიანის უფლებათა საბჭოს - ჟურნალისტების, აქტივისტების და საზოგადო მოღვაწეების ერთგული ჯგუფის სატელევიზიო შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს "თავის დაცვას უკრაინაში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით." ის ამტკიცებდა, რომ რუსეთი დასავლეთში განიხილება, როგორც "მეორე კლასის ქვეყანა, რომელსაც საერთოდ არ აქვს არსებობის უფლება".
"რაც შეეხება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი“, - თქვა პუტინმა და გამოიყენა მისთვის სასურველი ტერმინი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, რომელიც უკვე მე-10 თვეა გრძელდება.
მაგრამ, მან თქვა, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში, მინიმუმ 300 000 რეზერვისტის გქმოძახების შემდეგ, მეტი ჯარისკაცების მეორე მობილიზება საჭირო არ არის. პუტინის მიერ, შემოდგომაზე გამოცხადებულმა მობილიზაციამ, ბევრი რუსი შოკში ჩააგდო. ათობით ათასი მამაკაცი, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ფრონტზე გაგზავნის შიშით, რუსეთიდან გაიქცა.
პუტინის თქმით, გაწვეულთაგან 150 000 ახლა უკრაინაშია განლაგებული. 77 000 საბრძოლო ნაწილებში, დანარჩენი კი თავდაცვით ფუნქციებს ასრულებს. დანარჩენი 150,000 ჯერ კიდევ სასწავლო ცენტრებშია, თქვა მან.
„ამ პირობებში, რაიმე დამატებით სამობილიზაციო ღონისძიებაზე საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს“, – განაცხადა მან.