ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის მორიგ წვრთნებს უკრაინა სიფრთხილით აკვირდება


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო (მარჯვნივ) ქვეყნის სამხედრო ლიდერებს ხვდება. მინსკი, ბელარუსი. 10 ოქტომბერი, 2022 წ.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო (მარჯვნივ) ქვეყნის სამხედრო ლიდერებს ხვდება. მინსკი, ბელარუსი. 10 ოქტომბერი, 2022 წ.

მინსკის განცხადებით, 7-8 დეკემბერს,ბელარუსში სამხედრო ძალების და ტექნიკის გადაადგილება კონტრტერორიზმის წვრთნებს უკავშირდება. კიევში შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა მოკავშირე ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე მორიგი იერიშების მისატანად გამოიყენოს.

"ამ პერიოდში სამხედრო ტექნიკის და ეროვნული უსაფრთხოების პერსონალის გადააადგილება იგეგმება... მოქალაქეების მოძრაობა ზოგ საჯარო გზაზე და სხვა ადგილებში შეიზღუდება... წვრთნების მიზნით, იგეგმება იარაღის იმიტაციის გამოყენება", - აცხადებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა", რომელიც ბელარუსის უშიშროების საბჭოს ინფორმაციას ეყრდნობა. კონკრეტული რეგიონები განცხადებაში მითითებული არ არის.

მინსკი აცხადებს, რომ მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა უკრაინის საზღვარზე ბელარუსის შენაერთების რუსეთის ძალებთან ერთად განლაგების განკარგულება. მიზეზად მან მაშინ კიევიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა.

ოქტომბერში, ლუკაშენკომ ბელარუსის საზღვარზე 9 000 რუსი ჯარისკაცი განალაგა. გასულ კვირაში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. 2023 წლისთვის მინსკი სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას 50%-ით გეგმავს.

უკრაინა თვეებია აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებიდან ბელარუსი და რუსეთი შესაძლოა ერთობლივ იერიშს გეგმავდნენ. ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, უკრაინის გენშტაბის თავმჯდომარემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მტრის ძალები ბელარუსის მიწაზე იწვრთნებიან და რუსეთი აგრძელებს ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებას უკრაინაზე თავდასხმისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG