ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ხსენებისას რომის პაპმა იტირა


რომის პაპ ფრანცისკეს ლოცვის დროს ტირილი აუტყდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მან ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, ლოცვაში უკრაინა ახსენა.

რომში თვითმხილველები ყვებიან, რომ მას უკრაინელების ხსენებისას, ჯერ ხმა აუკანკალდა, შემდეგ სიტყვის გაწყვეტა მოუწია. ლოცვა პაპმა დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ გააგრძელა, მაგრამ ხმა ჯერ კიდევ უკანკალებდა. რომში გამართულ ტრადიციულ ლოცვას ქალაქის მერი რობერტო გუალტიერიც ესწრებოდა.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პაპი ფრანცისკე უკრაინელ ხალხს ლოცვებში სულ უფრო და უფრო ხშირად მოიხსენიებს. ის თავიდან რუსეთის ხსენებისგან თავს იკავებდა, თუმცა ბოლო დროს, მოსკოვის მიმართ თანდათან უფრო კრიტიკული ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG