ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ლტოლვილებს შეხვდა


რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას ასობით ლტოლვილთან, ღარიბ და უსახლკარო ადამიანთან ერთად ლანჩი მიირთვა. ამით მან მოუწოდა მსოფლიოს, დაეხმარონ საზოგადოების ყველაზე სუსტ ფენას.

პაპმა ფრანცისკემ, კათოლიკური ეკლესიის მიერ დადგენილი ღარიბთა დღე აღნიშნა და ვატიკანში ლანჩზე 1,300 შეჭირვებული მიიწვია. შეხვედრამდე მან მიწვეულებისთვის სპეციალური მსახურებაც აღავლინა.

მსახურების დროს, პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა ის გულგრილობა, რომელსაც მსოფლიო მიგრანტებისა და შეჭირვებულების მიმართ გამოხატავს. პაპა გააკრიტიკა ისინი, ვინც ამ ადამიანების გაჭირვებას პოპულიზმისა და პირადი ინტერსებისთვის იყენებენ.

ევროპისთვის სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად შესული მიგრანტების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას დღის წესრიგში. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში იტალიაა, სადაც ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილს გადარჩენილი მიგრანტებით სავსე 4 გემი იმყოფებოდა. ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონის მთავრობამ იტალიაში 4 დღის განმავლობაში იმსჯელა, ვიდრე მიგრანტებით სავსე სამ გემს უფლება მისცა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესულიყო. მეოთხე გემზე პასუხისმგებლობის აღება კი საფრანგეთს მოთხოვა.

XS
SM
MD
LG