შეერთებულმა შტატებმა და ისარაელმა, ერთობლივი სამხედრო წრთვნები დაიწყო, რომლებშიც ათასობით ჯარისკაცი, ათეული ხომალდი და 142 თვითმფრინავია ჩართული, მათ შორის, ბირთვული ბომბდამშენები. ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ეს მოკავშირეების მიერ ერთად გამართული, ამ დრომდე, ყველაზე მნიშვნელოვანი წვრთნაა.
წვრთნები სახელად "ჯუნიპერის მუხა", პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება. შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, სწავლება მიზნად ისახავას, ამერიკისა და ისარელის სამხედრო ძალებს შორის ინტეგრაციის დემონსტრირებას და გაღრმავებას.
Your browser doesn’t support HTML5
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წვრთნების მიმართ, სავარაუდოდ, ირანი მნიშვნელოვან ინტერესს გამოჩენს, ის რომელიმე კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე მიმართული არ არის.
”ვფიქრობ, წვრთნების მასშტაბები სცენარების მთელ სპექტრს შეესაბამება და ირანმა შეიძლება გამოიტანოს გარკვეული დასკვნები“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ასევე ნახეთ: სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენწვრთნები ცოცხალ სროლას მოიცავს და მასში 6400 ამერიკელი ჯარისკაცი იქნება ჩართული. მათი უმეტესობა, ამერიკული ავიამზიდი "ჯორჯ ბუშის" ბორტზე მოიერიშე ჯგუფში იქნება განლაგებული. ოფიციალური პირის თქმით, 450 ამერიკელი ჯარისკაცი ხმელეთზე, ისრაელშია განაწილებული.
B-52 ბომბდამშენების გარდა, წვრთნაში მონაწილე აშშ-ის თვითმფრინავები მოიცავს F-35-ებს, F-15-ებს, F-16-ებს და F-18-ებს. წვრთნები ჩატარდება დიდ დისტანციებზე, ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. მისი დაგეგმვა, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლებაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ დაბრუნდებოდა.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, წვრთნები აჩვენებს თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ეფექტურად განათავსოს საბრძოლო მზადყოფნის დიდი რაოდენობა ახლო აღმოსავლეთში, მაშინაც კი, როცა ვაშინგტონის ფოკუსი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ჩინეთთან კონკურენციის გაძლიერებაზეა მიმართული.
ასევე ნახეთ: „რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება“- ლოიდ ოსტინი„მაშინ, როცა ჩვენი მოწინააღმდეგეები და კონკურენტები, შეერთებული შტატების არმიას არასათანადოდ აფასებენ, ვეჭვობ ისინი მოინიშნავენ ჩვენ შესაძლებლობას, ეს გავაკეთოთ. რადგან, გულწრფელად, დედამიწაზე სხვა ერც-ერთ სამხედრო ძალას, ამის გაკეთება არ შეუძლია“ - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.