რუსეთმა ლვივზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთი ბოლო ორი დღის განმავლობაში ცდილობს, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოყვანას და ბომბავს ტერიტორიებს საიდანაც ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა ხდება.

სულ რამდენიმე საათის წინ რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ ლვივზე, დასავლეთ უკრაინის ქალაქზე, რომლის ნაწილის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ თავდასხმა ადგილობრივი დროით დილით 9 სააათზე მოხდა და აფეთქებები რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა.

ლვივის მერი, ანდრეი სადოვი ამბობს, რომ ქალაქს შეზღუდვით მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

„სარაკეტო დარტყმის შედეგად ლვივის 30% დროებით ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი,“- წერს სადოვი „ტელეგრამ“ არხში.

ლვივის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში რუსეთმა 10 ოქტომბერსაც მიიტანა. გარდა ამისა რუსეთმა იერიში მიიტანა დედაქალაქზე და კიდევ რამდენიმე დიდ უკრაინულ ქალაქეზე. ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს ვოლოდომირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სამიზნე უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ზელენსკიმ მალევე გასცა აღდგენითი სამუშაოების დაწყების მითითება, 10 ოქტომბერს ლვივში უკვე აღდგენილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა 11 ოქტომბერს რუსეთმა განმეორებითი იერიში მიიტანა ელექტროენერგიის მიწოდების ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთმა დასავლეთ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე იერიშები მას შემდეგ განაახლა, რაც ყირიმის ხიდი აფეთქდა. რუსეთი კიევს ტერორიზმში ადანაშაულებს.