ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალისტიკური რაკეტების გაშვება მტრების ბირთვული იარაღით განადგურების სიმულაცია იყო - ჩრდილოეთ კორეა


ფხენიანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ბალისტიკური რაკეტების ბოლო გამოცდები, ტაქტიკური საბრძოლო ბირთვული იარაღის მზაობის შემოწმებას ისახავდა მიზნად, რათა ჩრდილოეთ კორეა პოტენციური სამხრეთ კორეული და ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად მზად იყოს. ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ უნი ამბობს, რომ სატესტო სარაკეტო გაშვება კვლავ გაგრძელდება.

ჩრდილოეთ კორეის ეს განცხადება, მისი მმართველი პარტიის "მშრომელთა პარტიის" 77-ე იუბილეზე გამოქვეყნდა და მისი ლიდერის სიძლიერის ხაზგასმასაც ისახავდა მიზნად.

"ტაქტიკური ბირთვული საოპერაციო დანაყოფების მიერ 7 საწვრთნელი გაშვების შემდეგ, რეალური საომარი შესაძლებლობები... ჩვენი ბირთვული საბრძოლო ძალებისა, მზად არის, რომ ნებისმიერ დროს და ადგილზე დაარტყას და გაანადგუროს კონკრეტული ობიექტები", - აცხადებს ქვეყნის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო.

მთავრობის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სარაკეტო წვრთნები ცოტა ხნის წინ იმ სამხრეთ კორეული და ამერიკული საზღვაო წვრთნების პასუხად განხორციელდა, რომლებშიც ბირთვული შესაძლებლობების მქონე ამერიკული ავიამზიდი "რონალდ რეიგანი" (USS Ronald Reagan) ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მონაწილეობდა. სააგენტო წერს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამ წვრთნებს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ ამის პასუხად განახორციელა "რეალური ომის სიმულაცია", რათა შეემოწმებინა შეკავების საკუთარი შესაძლებლობები და მტრებისთვის შესაბამისი გაფრთხილება გაეგზავნა.

XS
SM
MD
LG