რუსეთში „კოკა-კოლის“ ჩანაცვლებას “კოლა ჩერნოგოლოვკათი“ ცდილობენ

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმსხვილესმა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებმა, მათ შორის ამერიკულმა „კოკა-კოლამ“ და „პეპსიმ“ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა, ადგილობრივი მწარმოებლები მათ ჩანაცვლებას ცდილობენ.

სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, ადგილობრივი მწარმოებელი აცხადებს, რომ მიზნად ისახავს 9 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზრის 50% აითვისოს და ეს „კოლა ჩერნოგოლოვკათი“ მოხდება, რომელსაც რუს მომხმარებლებს „კოკა-კოლის“ ნაცვლად სთავაზობს.

რუსული გამაგრიბელეი სასმელების მწარმოებელი კომპანია "ჩერნოგოლოვკა"

კომპანია „ჩერნოგოლოვკა“, მოსკოვის მახლობლად მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქში 1998 წელს დაარსდა და სასუსნავებს, ლიმონათს, სხვა სასმელებს, უკვე მაისიდან კი „კოლა ჩერნოგოლოვკას“ აწარმოებს.

კომპანიის მფლობელი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მისი ბიზნესი გაორმაგდა. ნატალია სახინას მოლოდინით, მომდევნო ორ წელში, კომპანია ბაზრის 30%-ის ათვისებას შეძლებს. 2021 წლის დასასრულს, კომპანია ბაზრის მხოლოდ 8,5%-ს ითვისებდა.

ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას დამატებით იარაღს, მათ შორის "ჰაიმარსებს" მიაწვდის

„კოკა-კოლამ“ და „პეპსიმ“ რუსეთში ოპერირება მარტში შეწყიტა. თუმცა, საწყობებში არსებული მარაგების ამოწურვამდე, რუს მომხმარებლებს სასმელის შეძენა ჯერ კიდევ შეუძლია.

„კოლა ჩერნოგოლოვკა“ და მისი კონკურენტი, „ოჩაკოვოს ქულკოლა“ ახლა ცდილობს, ამერიკული „მაკლდონალდსის“, „ბურგერ კინგისა“ და „ქეიეფსის“ ნაცვლად შექმნილ რუსულ კომპანიებთან ითანამშრომლოს. „გემრიელია და წერტილი“, რომელიც რუსეთში, ბაზრიდან გასული „მაკდონალდსის“ საპირწონედ შექმნეს, რუს მაწრმოებლებთან თანამშრომლობას უკვე განიხილავს.

თუმცა, რუსი მწარმოებლების მთავარ პრობლემად კვლავ რჩება დასავლური საქნციები, რაც მომარაგებაში მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. „ჩერნოგოლოვკას“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას ალუმინის თავსახურებისა და წებოვანი ეტიკეტების მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს.