მოსკოვში და ცხინვალში, საპასუხოდ, გორის ტერაქტის გამო, სამუდამო პატიმრობა მისჯილი ГРУ-ს აგენტების გადაცემას ელიან
თბილისი —
ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული, 39 წლის ზაზა ხერკელაძე, საქართველოს საგარეო დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს (დირექტორატის) უფროსის პირველი მოადგილე, რომელმაც რუსეთის ციხეებში ბოლო ხუთი წელი და რვა თვე გაატარა უკვე სამშობლოშია.
ჟინვალის მკვიდრი ხერკელაძე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის აგენტებმა 2008 წლის ივნისის ბოლოს, ვლადიკავკაზში დააკავეს. იგი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და გორკის ქუჩაზე კაფე „ლედი ფოქსი“ ჰქონდა გახსნილი.
დაკითხვაზე, ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ, ზაზა ხერკელაძემ აღიარა, რომ საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ლეიტანენტი იყო. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ქართველმა აგენტმა რუსეთის არმიის ქართული წარმოშობის ოფიცრების: ხვიჩა იმერლიშვილისა და მარლენ ბოგდანოვის (ბალაშვილის) გადაბირება მოახერხა.
2010 წლის მარტის ბოლოს, რუსეთის ქალაქ როსტოვში, ხერკელაძე სწორედ იმერლიშვილთან და ბოგდანოვთან ერთად გაასამართლეს. ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ ზაზა ხერკელაძეს ჯაშუშობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმერლიშვილს და ბოგდანოვს კი რუსეთის სახელმწიფოს ღალატში დასდეს ბრალი და შესაბამისად: 13 და 15 წლით გაუშვეს ციხეში.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ზაზა ხერკელაძის დედამ ზეინარ მარტიაშვილმა-ხერკელაძემ დაგვიდასტურა, რომ შვილი უკვე სახლში ჰყავს და უზომოდ ბედნიერია.
„ძალაინ კარგად არის, ჯანმრთელად, ისევ ის ზაზაა და უფრო მეტი კიდევ..დედა ვარ ძალიან ქებას ნუ დამაწყებინებთ. როგორიც იყო ჩემი შვილი ისევ ისეთია, აქეთ მამშვიდებს, მაწყნარებს, მეფერება, დედა გთხოვ დაწყნარდიო...
როგორ ექცეოდნენ რას ამბობს?
„არ ვიცი, ეგეთ რაღაცეებზე, ჩემთან არ ლაპარაკობს. მადლობას ვეუბნები ამ მთავრობას. ყველას ვენაცვალები, ვეთაყვანები, ყველამ კარები გამიღო, ყველა მპასუხობდა ტელეფონზე და პირად ნომრებს მაძლევდნენ. ყველამ იდარდა და გაიზიარა ჩემი დარდი და ჯავრი ამ მთავრობაში ..დიდმა თუ პატარამ. ყველას ვენაცვალე და გენაცვალეთ. ბ-ნ ზურაბ აბაშიძის სატელეფონო ზარმა გამომაფხიზლა, შოკში მყოფი...“
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ ვერ-გვერდზე განმარტებულია, რომ ოპერატიული დირექტორატი, სადაც უფროსი ლეიტენანტი ხერკელაძე ირიცხებოდა, „სადაზვერვო გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული წყაროებიდან. ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.“
აღიარებით ვიდეოჩვენებაში, რომელიც რუსებმა 2009 წელს გაავრცელეს, სადაც ხერკელაძეს ცემის კვალი აღენიშნება, იგი ამბობდა, რომ დავალება უშუალოდ, საგარეო დაზვერვის სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი გაბუნიასგან, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ საბანაძისგან და ზურაბ ოტიაშვილისგან მიიღო.
ეს უკანასკნელი წლების მანძილზე, დაზვერვისა და უშიშროების სისტემაში მაღალ თანამდებობეს იკავებდა. ბოლოს კი დუშეთის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე იყო და ორი თვის წინ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
დღეს დაზვერვის სამსახურში ხერკელაძის გადმოცემის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ. ეს სამსახური 2008 წლის ზაფხულიდან მოყოლებული საერთოდ არ აღიარებდა რუსეთის ტერიტორიაზე. ქართველი აგენტის ჩავარდნის ფაქტს.
მსგავსი პოზიცია ეკავათ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც.
ხერკელაძეების ოჯახს აფრთხილებდნენ რომ ამ თემაზე მედიასთან არ ესაუბრათ. ამის შესახებ ზაზა ხერკელაძის დედამ ზეინარ მარტიაშვილმა-ხერკელაძემ 2010 წლის ნოემბერში გვითხრა, როდესაც პირველი ინტერვიუ სწორედ „ამერიკის ხმას“ მისცა.
ერთადერთი რითაც სახელმწიფო ჩავარდნილი აგენტის ოჯახს ეხმარებოდა (2008-2012), ეს მამის ხელფასი იყო, რომელსაც დაზვერვის სამსახური ყოველთვიურად ზაზა ხერკელაძის ტყუპებს - ანისა და ნიკოლოზს ურიცხავდა.
საინტერესოა, რომ 2013 წლის სექტემბერში, ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, გიორგი მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად აქტიურად იმუშავებდა.
ზაზა ხერკელაძის საკითხი, გასულ შაბათს, პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაზე გადაწყდა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ თბილისმა უკვე სამი ყოფილი აგენტი გამოიხსნა, თუმცა ოფიციალურად არცერთის გვარი დასახელებულა.
„გამოვყოფდი იმ დადებით გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ეს უკვე საქართველოს მესამე მოქალაქეა, რომელიც გავათავისუფლეთ.“
რის სანაცვლოდ გაათავისუფლა რუსეთმა ზაზა ხერკელაძე და ამ დროისთვის, ჯერ კიდევ უცნობი ორი პირი? ამ თემაზე საუბრისგან თბილისში თავს იკავებენ. თუმცა, ინფორმირებულმა წყარომ „ამერიკის ხმას“ აცნობა, რომ სანაცვლოდ, თბილისი უახლოეს მომავალში, გორში, ტერორისტული აქტის გამო გასამართლებულ, ეთნიკურ ოს პატიმრებს გადასცემს ცხინვალს.
2005 წლის 1 თებერვალს, გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ეზოში ტერორისტულ აქტს სამი პოლიციელის: იოსებ მინდიაშვილის, გიორგი მთვარელიძისა და თამაზ იაკობიძის სიცოცხლე შეეწირა.
მოგვიანებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა გია ვალიევმა, გია ზასეევმა და იოსებ კოჩიევმა, აღიარეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) დავალებით მოქმედებდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ არაერთი ტერაქტი ჰქონდათ მოწყობილი. 2006 წლის ზაფხულში, გორის სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.