2008 წლის აპრილში, საქართველოში გაგზავნილი ერთი sms-ს შეტობინების გამო, 46 წლის ოქსანა სევასტიდი, რუსეთში 7 წლიან სასჯელს იხდის. მას ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ოქსანა არ არის ერთადერთი ვინც ამ ბრალდებით, რუსეთის ციხეშია გამოკეტილი.
სოჭში მცხოვრებმა ოქსანამ, რვა წლის წინ, აგვისტოს ომამდე, 4 თვით ადრე, მისი ქართველი ნაცნობისგან, თემურ ბუსკაძისგან sms-ი მიიღო. „ოქსანა, თქვენთან პლატფორმაზე, მართლა ტანკები დგანან?“ - ინტერესდებოდა ბუსკაძე. „ადრე იდგნენ, ახლა არ ვიცი“ - ასე უპასუხა სევასტიდიმ.
ამ ამბიდან, 7 წლის შემდეგ, 2015 წლის იანვარში, ოქსანა სევასტიდი ФСБ-ში დაკითხვაზე დაიბარეს და „ქართულ სპეცსამსახურებთან“ კავშირის გამო დააპატიმრეს. ბერძნული წარმოშობის ოქსანა სევასტიდის მდგომარეობა იმან დაამძიმა, რომ იგი სოხუმში გაიზარდა, რუსულ-ქართულ სკოლაში სწავლობდა და ამჟამად, ქართველი მეუღლე ჰყავს.
2016 წლის მარტში, სოჭის სასამართლომ სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის ივანოვის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს. ოქსანას დედა სვეტლანა პანჩენკო ამბობს:
ოქსანა იყო სახლში, სოჭში და sms-ზე უპასუხა, მგონი ტანკები იდგნენ, დავინახე, მეტი არაფერი მიუწერია. არც კონტაქტი ჰქონიათ ამის მერე. 2015 წელს დაიჭირეს, სახლში ვერაფერი ნახეს, ამოიღეს ნოუთბუქი, მობილურები და წაიყვანეს ФСБ-ში“სვეტლანა პანჩენკო, ოქსანას დედა
„ოქსანა 2006 წელს სავაჭროდ გადავიდა სოხუმიდან ზუგდიდში, ენგურის ხიდით. იქ ნახა თავისი ძველი ნაცნობი. ილაპარაკეს და დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ მან გამოუგზავნა sms-ი, ოქსანა დგანან თუ არა თქვენთან პლატფორმაზე ტანკებიო?
ოქსანა იყო სახლში, სოჭში და უპასუხა, მგონი იდგნენ, დავინახე და მეტი არაფერი მიუწერია. არც კონტაქტი ჰქონიათ ამის მერე. 2015 წელს დაიჭირეს, სახლში ვერაფერი ნახეს, ამოიღეს ნოუთბუქი, მობილურები და წაიყვანეს ФСБ-ში“ - იხსენებს ოქსანას დედა.
რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „გუნდი 29“-ს (Team 29) მონაცემებით, 2013-2016 წლებში, ანალოგიური ბრალდებით, "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის გამო", მხოლოდ კრასნოდარის მხარეში, რუსეთის 20-ზე მეტი მოქალაქე გაასამართლეს, მათი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.
იურისტების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეები შეთხზულია. გასამართლებულთა ვინაობის დასადგენად მათ თვეები დასჭირდათ, თუმცა, ზუსტი ინფორმაციის მიღება, ამ დრომდე, ვერ მოახერხეს.
„ეს საქმეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს - ერთი და იგივე სცენარი, ბრალდება, გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, მოწმეები, სასჯელები"ივან პავლოვი, ადვოკატი, უფლებადაცვითი ორგანიზაცია „გუნდი 29“-ს დამფუძნებელი
„ეს საქმეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს - ერთი და იგივე სცენარი, ბრალდება, გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, მოწმეები, სასჯელები" - ამბობს „გუნდი 29“-ს დამფუძნებელი, ადვოკატი ივან პავლოვი.
„გუნდი 29“-ის კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2008 წლის პერიოდში, საქართველოში 2009 წელს, აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ გაგზავნილი sms-ების გამო, გაასამართლეს ინგა თუთისანი, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს ვოლოგდის კოლონიაში იხდის.
რუსეთის სს კოდექსის 275-ე მუხლით, "სახელმწიფოს ღალატი" 2014 წელს, ასევე, გაასამართლეს რუსეთის მოქალაქე 59 წლის მარინა ჯანჯღავა, სოხუმიდან დევნილი, რომელიც ქალაქ ადლეში 25 წელი მატარებლის გამყოლად მუშაობდა. მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
იგივე მუხლით გაასამართლეს რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველები: მარინა კაპანაძე, ლევან ლატარია, გიორგი პატარაია, გიორგი ხურცილავა, მურმან სახვაძე (მიუსაჯეს 14 წელი), ზაქრო აღაპიშვილი, ლევან ჩარკვიანი და ავთანდილ ნაჭყებია, მას 12 წელი აქვს მისჯილი.
"საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით" ასევე დააპატიმრეს დედა-შვილი ირინა და დავით ალიევები, დენის კაიმაკოვი, თეიმურაზ ალიევი, სამველ ნაჰატაკიანი, აფხაზეთიდან დევნილი, ადლერის მკვიდრი ეთნიკური სომეხი 60 წლის ანიკო კესიანი (მიუსაჯეს 8 წელი), რომელსაც სიძე საქართველოდან ჰყავდა.
"გუნდი 29"-ს განცხადებით, ზოგიერთი დაკავებულის პირადი მონაცემების და სასჯელის ვადის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან სისხლის სამართლის საქმეებს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
თითქმის ყველა ასეთი შეკერილი საქმე მიჰყავდა ФСБ-ს გამომძიებელ რომან ტროიანს, ყველა საქმეში ფიგურირებს არარსებული მოწმე დერიგლაზოვა, ხოლო განაჩენის უმრავლესობა მოსამართლეებმა ვლადიმერ კობზევმა და ალექსეი ივანობმა გამოიტანესევგენი სმირნოვი, "გუნდი 29"-ს ადვოკატი
"თითქმის ყველა ასეთი შეკერილი საქმე მიჰყავდა ФСБ-ს გამომძიებელ რომან ტროიანს, ყველა საქმეში ფიგურირებს არარსებული მოწმე დერიგლაზოვა, ხოლო განაჩენის უმრავლესობა მოსამართლეებმა ვლადიმერ კობზევმა და ალექსეი ივანობმა გამოიტანეს" - ამბობს "გუნდი 29"-ს ადვოკატი ევგენი სმირნოვი.
2016 წლის იანვარში, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სოჭის აეროპორტის თანამშრომელს, 60 წლის პეტრე პარპულოვს. იგი საქართველოში ნათესავებთან, აგვისტოს ომის დასრულებიდან, 4 წლის შემდეგ, 2012 წელს იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, პარპულოვი "სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდებით" გასამართლდა.
2008 წელს, გაგზავნილი sms-ის გამო, 2014 წელს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სოჭის მკვიდრს, 47 წლის ეკატერინე ხარებავას, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არის, მან ციხეში, 2 წელი გაატარა, 2015 წელს, უფლებადაცვითმა ცენტრმა „მემორიალმა“ იგი პოლიტპატიმრად სცნო.
2016 წლის გაზაფხულზე, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების საფუძველზე, ხარებავა მოსკოვში "ლეფორტოვოს" ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც პრეზიდენტ პუტინის საიდუმლო შეწყალების ბრძანებით გათავისუფლდა. ამჟამად ხარებავა თბილისში ცხოვრობს, თუმცა პრესასთან კონტაქტს ერიდება.
ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში „ამერიკის ხმას“ დღეს უთხრა, რომ ბოლო წლებში, 7 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა პროცესი წინ რთულად მიდის
ახლაც ვცდილობთ, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, ამჟამად, რაც გავათავისუფლეთ, ჩვენი მონაცემებით, 7-ზე ნაკლებია რუსეთის ციხეებში კიდე დარჩენილი. თუ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სამართლებრივად არ არის რთული, რუსეთი თავის მოქალაქეს ვერ გადმოგვცემს და რა ვუყოთ ამას არ ვიცით“ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი
“დაპატიმრებული შეიძლება ეთნიკური ქართველი იყოს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში, გადმოცემის შანსი ნაკლებია. ეს ართულებს სიტუაციას. აქამდე ვინც იყვნენ ჩვენი მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონენი, იმათთან დაკავშირებით, ჩვენ უფრო სწრაფად წავედით წინ.
ახლაც ვცდილობთ, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. ამჟამად, რაც გავათავისუფლეთ, ჩვენი მონაცემებით, 7-ზე ნაკლებია რუსეთის ციხეებში კიდე დარჩენილი. თუ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სამართლებრივად არ არის რთული, რუსეთი თავის მოქალაქეს ვერ გადმოგვცემს და რა ვუყოთ ამას არ ვიცით" - ამბობს ზურაბ აბაშიძე.
„გუნდი 29“-ში აცხადებენ, რომ 2010 წლიდან, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ "ჯაშუშობის ბრალდებით", ჯამში, რუსეთის 87 მოქალაქე იქნა გასამართლებული. უმრავლესობის საქმის დეტალები და პირადი მონაცემები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთში ეთნიკური ქართველების საწინააღმდეგო „ჯაშუშომანიის“ ახალი ტალღა, 2012-2013 წლებზე მოდის, როცა საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და კრემლთან "ურთიერთობის ნორმალიზაციაზე" აიღო კურსი.