რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერებოდა, რომ შესაძლოა რომის პაპს კორონავირუსი სჭირდეს. მიზეზი ის გახდა, რომ პაპი გაციებულია და მან სან ჯოვანის ბაზილიკაში დაგეგმილ რიტუალშიც არ მიიღო მონაწილეობა.
რამდენიმე საათის წინ, იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის პაპს კორონავირუსი არ სჭირს.
პაპ ფრანცისკეს ანალიზებს ლაბორატორიული ტესტი ჩაუტარდა და ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.